ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა ”გრემის” ჯილდო მიიღეს

ამერიკელმა შემსრულებლებმა ლედი გაგამ და ბრედლი კუპერმა „გრემის“ ჯილდო მიიღეს ნომინაციაში “საუკეთესო პოპ დუეტი ან ჯგუფური შესრულება” სიმღერით Shallow. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

საკუთარ Twitter-ის გვერდზე, მომღერალმა დაწერა, რომ ის “სიამაყისა და მადლიერების ცრემლებით” აღივსო.

“საღამოს მაკიაჟის კეთებას ვერ შევძლებ”,-გაიხუმრა ლედი გაგამ.

ბრედი კუპერი დაჯილდოების ცერემონიას ვერ დაესწრო.

კომპოზიცია Shallow საუნდტრეკი გახდა ფილმისთვის “ვარსკვლავის დაბადება”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...