ლე პენის პარტიის პრეს-სპიკერი: კენჭისყრის შედეგებით, ფრანგმა ხალხმა მაკრონს მკაფიო გზავნილი გაუგზავნა

საფრანგეთში ევროპალამენტის არჩევნების კენჭისყრის შედეგების მიხედვით, არჩევნებში მარინ ლე პენის მემარჯვენე პარტიამ “ეროვნულმა გაერთიანებამ” გაიმარჯვა.

“ფრანგმა ხალხმა მაკრონს ძალიან მკაფიო გზავნილი გაუგზავნა. ეს მისთვის გაკვეთილია, რომ საკითხს გაცილებით დიდი ყურადღებით მოეკიდოს”, – განაცხადა “ეროვნული გაერთიანების” პრეს-სპიკერმა ეგზიტპოლის შედეგების კომენტირებისას.

წინასწარი მონაცემების თანახმად, მარინ ლე პენის პარტიას მხარი ამომრჩეველთა 23,5%-მა მისცა ხმა, პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მხარდამჭერთა რაოდენობამ კი 22,5% შეადგინა. მესამე ადგილზე “მწვანეები” გავიდნენ, მათ ხმების 13,1% მიიღეს.

არჩევნების შედეგების კომენტირებისას მარინ ლე პენმა საფრანგეთის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონს მოუწოდა, კენჭისყრის შედეგები გაითვალისწინოს, პარლამენტი დაითხოვოს და ახალი არჩევნები დანიშნოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...