ლავროვი: რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან ავიამიმოსვლა განაახლოს

„რუსეთმა შესაძლოა საქართველოსთან ავიამიმოსვლაზე დაწესებული აკრძალვა გააუქმოს იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება ქვეყანაში არსებული ვითარების სტაბილიზაციას შეძლებს და რუსი მოქალაქეების მიმართ არსებულ საფრთხეს აღმოფხვრის“, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა „Аргументам и фактам“-თან ინტერვიუში განაცხადა.

ლავროვი აღნიშნავს, რომ რადიკალურად განწყობილი პოლიტიკური ძალების ნაწილი საქართველოში რუსოფობიურ განწყობას აღვივებს. მისი თქმით, ამას პირველ რიგში ზიანი თავად საქართველოსთვის და მისი მოქალაქეებისთვის მოაქვს.

მინისტრმა აგრეთვე ხაზგასმით აღნიშნა ის, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ საზოგადოებამ სწორად შეაფასოს ქართველი ტელეწამყვანის გიორგი გაბუნიას ქმედება, რომელმაც რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მისამართით უცენზურო რაღაცები თქვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...