ლავროვი ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნებას მიესალმა

მოსკოვი ევროსაბჭოში წვლილს მაშინ შეიტანს, როდესაც ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ქვეყნის დელეგაციის უფლებების აღდგენის დეტალები ნათელი გახდება. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

“ჩვენ ბევრჯერ ვისაუბრეთ ამ უფლებების შესახებ – უფლებების სრულად აღდგენის შემდეგ მზად ვიქნებით, გადავუხადოთ ის საწევრო, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ასამბლეის დელეგაციის მიმართ მიუღებელი, დისკრიმინაციული დამოკიდებულების გამო იყო”, – განაცხადა ბრიფინგზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

მან ასევე რეზოლუციის მიღებას პოზიტიური ნაბიჯი უწოდა.

დღეს, უკრაინის ლიდერმა ვლადიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის მიცემის უფლების დაბრუნების გამო იმედგაცრუებულია.

“გასულ კვირას პირადად მე აღნიშნული საკითხი საფრანგეთის პრეზიდენტთან და გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ერთად განვიხილე.
შევეცადე, ბატონი [ემანუელ] მაკრონი და ქალბატონი [ანგელა] მერკელი დამერწმუნებინა, რომ საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციას დაბრუნება მხოლოდ მას შემდეგ შეიძლებოდა, რაც მოსკოვი ასამბლეის ფუნდამენტურ მოთხოვნებს შეასრულებდა “, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საპარალმენტო ასამბლეაში მოსკოვის დელეგაციის დაბრუნებისთვის მთავარი არგუმენტი დემოკრატიული ფასეულობებისა და უფლებების დაცვა სახელდებოდა, რომელიც მოსკოვს არ შეუსრულებია.

24 ივნისს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია,რომელიც რუსეთის დელეგაციას ასამბლეის დარბაზში დაბრუნებისა და ხმის მიცემის საშუალებას უბრუნებს.

შესაბამისს გადაწყვეტილებას მხარი 118 ევროდეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი 62 იყო, ხოლო 10-მა პასუხის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა.

რეზოლუციით ცვლილება შედის რეგლამენტში, რამაც შესაძლოა რუსეთის დელეგაციაზე დაკისრებული სანქციები გაართულოს, ან დაბლოკოს, ან უზრუნველყოს მისი ასამბლეაში დაბრუნება საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების გარეშე. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, რუსეთის ფედერაციის დელეგაციის წევრების უფლება ხმის მიცემაზე, სიტყვით გამოსვლაზე და წარდგენაზე ასამბლეაში და მის ორგანოებში, ვერ შეჩერდება, ვერც დაიბლოკება გასაჩივრების, ან უფლებამოსილების გადახედვის შემთხვევაშიც კი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად