ლავროვი – აზერბაიჯანში, მედვედევი – სომხეთში “ყარაბაღულ მოლაპარაკებებში” რუსეთი ერთვება

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აზერბაიჯანში ჩადის, ხოლო პრემიერმინისტრი დიმიტრი მედვედევი – სომხეში, – ამის შესახებ "აიპრესს" საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა აზერ ჰუსეინმა განუცხადა.
 

"აიპრესთან" ელჩი აზერ ჰუსეინი აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე დაუყოვნებლოვი რეაქცია ჰქონდა, დაპირისპირებულ მხარეებს კი მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდა.

"პრეზიდენტ პუტინს დაუყოვნებლივი რეაქცია ჰქონდა და ორივე მხარეს მოუწოდა, მოპალარაკების მაგიდასთან დამსხდარიყვნენ. შემდეგ, კი პრეზიდენტმა პუტინმა დავალება მისცა რუსეთის თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს დაკავშირებოდნენ კოლეგებს აზერბაიჯანში. 

როგორც ჩემთვის გახდა ცნობილი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ლავროვს, მისი პრეზიდენტისგდან აქვს დავალება ეწვიოს აზერბაიჯანს, იმისთვის რომ დაიწყოს მოლაპარაკებები ცეცხლის შეწყვეტაზე და მიუბრუნდეთ მოლაპარაკების მაგიდას. ასევე, როგორც ჩემთვის ცნობილია რუსეთის პრმიერმინისტრი მედვედევი ვიზიტით ერევანში ჩადის, სადაც განიხილავს დღეს არსებულ დაპირისპირების ხაზს“, – განაცხადა ჰუსეინმა.

"აიპრესი" საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის აზერ ჰუსეინის ვრცელ ინტერვიუს მოგვიანებით შემოგთავაზებთ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...