ლავროვი: 2011 წელს, NATO-მ ლიბიის სახელმწიფოებრიობა გაანადგურა

2011 წელს, NATO-მ ლიბიის სახელმწიფოებრიობა გაანადგურა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ლიბიის სახელმწიფოებრიობა, NATO-ელებმა 2011 წელს დაბომბეს და ამ დანაშაულებრივი, უკანონო ავანტიურის შედეგებს ჩვენ დღემდე ვიმკით, პირველ რიგში კი, რა თქმა უნდა, ლიბიის მაცხოვრებლები“, – განაცხადა მან.

ლავროვის თქმით, რუსეთს სურს, რომ გაერთიანდეს ევროპული და ლიბიის მეზობელი ქვეყნების ძალისხმევა, რათა კონფლიქტის მხარეებმა იქ მოლაპარაკებები დაიწყონ და აღარ გაგრძელდეს ძალისმიერი მეთოდების გამოყენება.

„ლიბია რომ მეორე სირია გამხდარიყო, ვფიქრობ, ლიბიელები მოგებული იქნებოდნენ“, – განაცხადა ლავროვმა და ისიც დაამატა, რომ კონფლიქტში ლიბიაც რომ არ არის ჩართული, ეს მოსკოვის აქტიური მონაწილეობის გამო მოხდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად