ლავრენტი ალანია “იბერიაზე”:ასეთი უმსგავსო ფაქტები უნდა აილაგმოს ქვეყანაში!

“საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ბოლომდე დაიცავს ყველა დასაქმებულს “იბერიაში” ,ვისაც აქვს  ხელფასების და  კომპენსაციის პრობლემა.ასეთი უმსგავსო ფაქტები უნდა აილაგმოს ქვეყანაში”,- გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომრის მოადგილემ ლავრენტი ალანიამ ამის შესახებ “ქრონიკასთან” განაცხადა.

“საქართველოს პროფკავშირების გაერთიანება ბოლომდე დაიცავს ყველა დასაქმებულს “იბერიაში” ,ვისაც აქვს  ხელფასების და  კომპენსაციის პრობლემა.ასეთი უმსგავსო ფაქტები უნდა აილაგმოს ქვეყანაში. შრომის კოდექსის უხეში დარღევით  არ გაართხილეს და ისე დაუკეტეს კარები თანამშრომლებს,თან ეუბნებიან  ბრძანებით რომ თქვენ თავისუფლები ხართ.

ასევე,არ ეუბნებიან არაფერს თანამშრომლებს  ორი თვის  კონპენსაციის  და  ნამუშევარი დღეების გადახდის  შესახებ.ეს არის მარაზმი.კოდექსი გვაძლევს საშუალებას ადამიანები გავაფრთილოთ წინასწარ რეორგანიზაციასთან დაკავშირებით. ბოლომდე ვიბრძოლებთ რომ ამ ხალხმა სხვა ფორმითაც გამოხატოს  გაპროტესტეს”,-განაცხადა ლავრენტი ალანიამ.

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...