ლავასოღლის საქართველოში ექსტრადაციის მოთხოვნით მოშიმშილე 4-მა პირმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

ოთხმა პირმა, რომელიც ბათუმის იუსტიციის სახლთან ქურდული სამყაროს წევრობისთვის მსჯავრდებული მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით შიმშილობს, პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. შიმშილობას აგრძელებენ ლავასოღლის ექსტრადირების მოთხოვნით, ბათუმის იუსტიციის სახლთან განთავსებულ კარვებში მყოფი სხვა პირებიც.

მათ იუსტიციის მინისტრისგან განმარტებები მოითხოვეს, იმასთან დაკავშირებით, თუ როდის მოხდება თურქეთის საპატიმროდან მინდია ლავასოღლის საქართველოში ექტსტარდირება, ან როდის დაიწყება შესაბამისი პროცედურები. წინააღმდეგ შემთხვევაში აქციის მონაწიელეები, 15 საათიდან სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის პიკეტირეას აანონსებდნენ, თუმცა ეს ვადა, მათივე თქმით, ერთი დღით გახანგრძლივდა. როგორც ისინი ამბობენ, თეა წულუკიანის განმარტებას, ხვალამდე დაელოდებიან.

საპროტესტო აქცია მინდია ლავასოღლის ექსტრადაციის მოთხოვნით 1 ივნისს, თურქეთის საკონსულოსთან გაიმართა. ამის შემდეგ მათ აჭარის ტელევიზიასთან გადაინაცვლეს და საპროტესტო აქციის პირდაპირ ეთერში გადაცემა მოითხოვეს, მოგვიანებით კი, საპროტესტო აქციამ პროკურატურასთან გადაინაცვლა, სადაც მათი თქმით მესამე დღეა 15 პირი შიმშილობს.
მინდია ლავასოღლის განაჩენი საქართველოში 2018 წელს, დაუსწრებლად გამოუტანეს. მინდია ლავასოღლი თურქეთში გასულ წელს დააკავეს, თუმცა იგი ამ დრომდე საქართველოსთვის ექსტრადაციის წესის შესაბამისად არ გადმოუციათ. მინდია ლავასოღლის საექსტრადაციო პატიმრობის ვადა თურქეთში 2020 წლის 28 თებერვალს ამოეწურა, თუმცა 29 თებერვალს მას ხელახლა შეუფარდეს საექსტრადაციო პატიმრობა. ადვოკატი გელა ნიკოლაიშვილი ამბობს, რომ გაურკვეველია პატიმრობის სამართლებრივი საფუძველი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად