ლატვიის იუსტიციის მინისტრი მომღერალ გრიგორი ლეპსის ”შავ სიაში” შეყვანას მოითხოვს

ლატვიის იუსტიციის მინისტრმა იანის ბორდანსმა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი, სანდიზ გირგენი მკაცრად გააკრიტიკა იმის გამო, რომ ის იურმალაში რუსი მომღერლის გრიგორი ლეპის კონცერტს დაესწრო. ინფორმაციას გამოცემა Jauns.lv ავრცელებს.

“შინაგან საქმეთა მინისტრი წინა რიგში იჯდა, მან ამით ლატვიის სახელმწიფო დაამცირა “, – აღნიშნა ბორდანსმა.

იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელმა დასძინა, რომ გრიგორი ლეპსი “რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და რუსეთის კრიმინალურ წრეებთან დაახლოებული პირია”.

მისი თქმით, ლატვიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ მუსიკოსი ე.წ შავ სიაში აღმოჩნდეს, რათა მას ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალოს.

2019 წლის მაისის დასაწყისში გრიგორი ლეპსს ლიტვაში შესვლის უფლება აუკრძალეს. ამ იდეის ინიციატორი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი იყო. ვილნიუსში აღნიშნული გადაწყვეტილება განმარტეს და აღნიშნეს, რომ მუსიკოსი 2013 წლიდან აშშ-ს სანქციების “შავ სიაში” იმყოფება, რადგან ის ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირშია ეჭვმიტანილი.

2016 წელს გრიგორი ლეპსს ბრიტანეთის ვიზაზე უარი უთხრეს, ხოლო 2018 წელს ისრაელშიც არ შეუშვეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...