ლატვიაში, ერთ-ერთ ყველაზე პოზიტიურ კოვიდსტატისტიკის მქონე ქვეყანაში, ინფიცირების რეკორდული ოდენობა დაფიქსირდა

ლატვიის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრი განვლილი 24 საათის კორონასტატისტიკას აქვეყნებს.

გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, განვლილ 24 საათში ლატვიაში კოვიდინფიცირების 95 შემთხვევა დადასტურდა, რაც გუშინდელ რაოდენობაზე 63-ით და 1 აპრილს დაფიქსირებულ რეკორდულ რაოდენობაზე 45-ით მეტია.

განვლილ 24 სათში ლატვიაში რეკორდული რაოდენობის ტესტი ჩატარდა – 4271. დადებითი მათ შორის 2,22% აღმოჩნდა.

სულ კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე ლატვიაში ინფიცირების 1824 შემთხვევაა დაფიქსირებული. კორონავირუსით გარდაცვლილია 37 კაცი.

ლატვია კორონავირუსის გავრცელების დაწყებიდან დღემდე განვლილ პერიოდში ყოველ მილიონ მცხოვრებზე კორონავირუსით ინფიცირებულთა სიმცირის მიხედვით ლატვია ევროპაში პირველ ადგილზეა . აქ ყოველ მილიონზე 970 კოვიდინფიცირებულია.

ყოველ მილიონ მცხოვრებზე კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა ლატვიაში 19,7-ის ტოლია. უფრო ნაკლები რაოდენობაა მხოლოდ სლოვაკეთში – 8.8, საქართველოში 10.5 და კვიპროსში – 18.2.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით ინფიცირებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა 18.9-ის ტოლია. ევროპის დაავადებათა კონტროლის და პროფილაქტიკის ცენტრის მიერ დღის დასაწყისისთვის ლატვია ამ მაჩვენებლით ევროპაში პირველ ადგილზე იყო. დღევანდელი დღის რეკორდული მაჩვენებლის დაფიქსირების შემდეგ კი მან შესაძლოა ლიხტენშტაინის და კვიპროსის მომდევნო ადგილზე გადაინაცვლოს.

ლატვიას 10 დღიანი სავალდებულო თვითიზოლირების მოთხოვნა აქვს დაწესებული ყველა იმ პირზე, რომელიც მათთან ისეთი ქვეყნიდან შედის, სადაც ბოლო ორი კვირის ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 16-ზე ნაკლებია.

100 ათას მცხოვრებზე კოვიდ19-ით გარდაცვალებულთა ბოლო ორი კვირის კუმულატიური რაოდენობა ლატვიაში 0.11-ის ტოლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად