ლატვიამ ქვეყანაში დაბადებულ ბავშვებზე მოქალაქეობის ავტომატურად მინიჭების შესახებ კანონი მიიღო 

ლატვიის პრეზიდენტმა, ეგილს ლევიტსმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომლის თანახმად, ქვეყანაში დაბადებული ყველა ახალშობილი, მათ შორის სხვა ქვეყნების მოქალაქეების შვილები, ლატვიის მოქალაქეობას ავტომატურად მიიღებენ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

როგორც მედია აღნიშნავს, კანონპროექტს ლატვიის სეიმმა (პარლამენტი) მესამე მოსმენით მხარი 17 ოქტომბერს დაუჭირა.

ახალი კანონის თანახმად, ბავშვს შეუძლია რესპუბლიკის მოქალაქეობა მშობლების თანხმობით მიიღოს.

ლატვიაში დაახლოებით 1,9 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მათი 40% რუსულენოვანია.

უფრო მეტიც, 252 ათასზე მეტ მოსახლეს ლატვიის მოქალაქეობა არ აქვს.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად