ლატვიამ გაფართოებული სანქციების სიაში 101 ბელარუსი მაღალჩინოსანი შეიყვანა

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 101 ბელარუსი მაღალჩინოსანი გაფართოებული სანქციების სიაში შეიყვანა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

“ბელორუსის ხელისუფლებამ არ შეცვალა დამოკიდებულება მშვიდობიანი საპროტესტო გამოსვლების მიმართ. დემონსტრაციების დისკრედიტაცია გრძელდება, ძალა გამოიყენება არაპროპორციულად, იზრდება დამოუკიდებელი მედიების დაბლოკვა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმეები”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამას გარდა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მინსკი აგრძელებს მშვიდობიანი დემონსტრანტების რეპრესირებას და დაპატიმრებას.

გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სანქციები ასევე გააფართოვა ესტონეთმაც. ქვეყანა აცხადებს, რომ სანქციების სიას დაემატა 98 ბელარუსი მაღალჩინოსანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად