ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი 15 მაისიდან შიდა საზღვრებს გახსნიან

ლატვია, ლიეტუვა და ესტონეთი შეთანხმდნენ, რომ 15 მაისიდან, თავისუფალი გადაადგილებისთვის შიდა საზღვრებს გახსნიან. ამის შესახებ ლატვიის პრემიერ-მინისტრმა კრიშიანის კარინშმა თავის Twitter-ზე დაწერა.

“დღეს ვიდეო კონფერენციის დროს ჩვენ შევთანხმდით 15 მაისიდან შიდა საზღვრების გახსნისა და ბალტიის ქვეყნების მაცხოვრებლების თავისუფალი გადაადგილების შესახებ,” – წერს კარინში. მან აღნიშნა, რომ საკითხი ესტონეთისა და ლიტუვის პრემიერ-მინისტრებთან განიხილა.

კარინშმა ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლისას, სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებმა უნდა დაიცვან ორკვირიანი თვითიზოლაცია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად