ლასკალაში გაუქმებული კონცერტები, შეჩერებული სასწავლო პროცესი და სამი გარდაცვლილი – იტალია კორონავირუსს ებრძვის

ბოლო ინფორმაციის თანახმად, რომელსაც იტალიური წამყვანი გამოცემები ავრცელებენ, კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვმა იტალიაში 152-ს მიაღწია. სამწუხაროდ, გაიზარდა გარდაცვლილთა რაოდენობა და სამი გახდა.

ბოლო გარდაცვალების ფაქტი ლომბარდიაში მოხდა, გარდაცვლილი ქალია. სამოქალაქო თავდაცვაზე პსუხისმგებელი პირი, ანჯელო ბორენი აცხადებს, რომ 26 პაციენტი რეანიმაციაში წევს.

ოფიციალური მონაცამების თანახმად: ლომბარდიაში დაფიქსირდა 88 დაინფიცირებული; ვენეტოში – 24; პემონტეში – 6; ემილი-რომანეში -9 და ლაციოში – 2. ეს ბოლო ორი ჩინეთის მოქალაქეა.

სასწავლო პროცესი შეწყდა: ლომბარდიაში, ვენეტოში, ფრიულიში,ვენეცია-ჯულიაში, პემონტში.დახურულია ყველა ბაღი და სასწავლო დაწესებულება. ასევე, გადაიდო ყველა სახის საჯარო ღონისძიება. ზემოთჩამოთვლილი აკრძალვები გაგრძელდება 1 მარტამდე, შესაბამის ბრძანებულებას ხელი მოაწერა ქვეყნის პრეზიდენტმა და ჯანდაცვის მინისტრმა.

ამ დროისთვის პაციენტის ვინაობა, რომლისგანაც აღნიშნული ვირუსი იტალიაში გავრცელდა, დადგენილი არ არის. საავადმყოფოები გადასულები არიან მუშაობის საგანგებო რეჟიმზე.

ლასკალას ადმინისტრაციამ უკვე გაავრცელა განცხადება ყველა შოუს გაუქმების შესახებ.

„კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს საელჩო მოუწოდებს იტალიაში და განსაკუთრებით კი მის 5 რეგიონში (ლომბარდია, ვენეტო, პიემონტე, ემილია რომანია და ლაციო) მცხოვრებ და ტურისტული მიზნებით მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, გაითვალისწინონ იტალიის მთავრობის მიერ ვირუსის მართვისთვის აუცილებელი რჩევები და განკარგულებები, განსაკუთრებული საჭიროების გარდა, თავი შეიკავონ საჯარო თავშეყრის ადგილებში სიარულისგან და დაიცვან ჰიგიენური წესები.

კორონავირუსთან დაკავშირებული ყველა ოფიციალური ინფორმაცია შეგიძლიათ, მოიძიოთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პორტალზე – http://www.salute.gov.it/nuovocoronavirus, ან იტალიის სამოქალაქო დაცვის ვებგვერდზე – http://www.protezionecivile.gov.it/home
ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში, დარეკეთ იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 1500, ან საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე – 333 8879123, – აღნიშნულია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად