ლაშა ჟვანია: საქართველო იმ 8 ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს

ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ დაასახელა 8 ქვეყანა, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს, საქართველო ამ სიაშია – ლაშა ჟვანია

ლაშა ჟვანია – ისრაელის მთავრობა საქართველოსთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს

საქართველო იმ 8 ქვეყანას შორის დასახელდა, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს,- ამის შესახებ საქართველოს ელჩი ისრაელში, ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, საქართველოს ამ სიაში ყოფნა, ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა.

,,ისრაელის ყველაზე მაღალრეიტინგულმა ტელევიზიამ ახლა დაასახელა ქვეყნები, რომლებზეც ისრაელის მთავრობა მოგზაურობისთვის უსაფრთხო სტატუსის მინიჭებას განიხილავს. სულ 8 ქვეყანაა. საქართველოს ამ სიაში ყოფნა, უდაოდ, ჩვენი ეპიდემიოლოგების, ექიმების, მთავრობის და ყველაზე მთავარი – ჩვენი საზოგადოების მაღალი თვითშეგნების დამსახურებაა! ასე გავაგრძელოთ ერთობით და ერთსულოვნებით და სხვა ბევრ კარგ შედეგს მივაღწევთ ჩვენი ქვეყნისთვის“,- წერს ლაშა ჟვანია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად