ლაშა ზარგინავა: ორშაბათს შევიტან დოკუმენტაციას, აჭარის მაუწყებლის მრჩევლის კანდიდატურის შესარჩევ ღია კონკურსზე

ამის შესახებ, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა სოციალურ ქსელში წერს.

“მოკლედ, ახალი გამოწვევისთვის მზად ვარ! ორშაბათს შევიტან დოკუმენტაციას, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს წევრის – მრჩევლის კანდიდატურის შესარჩევ ღია კონკურსზე. არჩევის შემთხვევაში, ამ პოზიციიდან შევეცდები, ვიყო ტელევიზიაში დასაქმებული ადამიანების ხმა, ძალიან მნიშვნელოვან რგოლში.

P. S. დირექტორად რომ არავინ ამირჩევდა, ზუსტად ვიცოდი ამ მოცემულობაში, მაგრამ მაინც ვეცადე კიდევ ერთ ადამიანს მეჩვენებინა ეს პროცესი შიგნიდან. მადლობა ამ გადაწყვეტილების მიღებაში დარწმუნებისთვის ჩემს მეგობრებს ❤️”, – წერს ლაშა ზარგინავა.

შეგახსენებთ, ჟურნალისტი ლაშა ზარგინავა აჭარის ტელევიზიის დირექტორობაზე კენჭს იყრიდა,  თუმცა 9 კანდიდატს შორის, მრჩეველთა საბჭომ აჭარის ტელევიზიის დირექტორად, 3 წლის ვადით, გიორგი კოხრეიძე აირჩია

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად