ლაშა თორდია ხვალ ფარცხალაძის საქმეზე აუდიტის შუალედურ ანგარიშს გამოაქვეყნებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელმა, ლაშა თორდიამ "იმედის კვირაში" განაცხადა, რომ თბილისის მერიის შესახებ შუალედურ ანგარიშს, სადაც ყოფილ მთავარ პროკურორზე, ოთარ ფარცხალაძეზეა საუბარი,  ხვალ გამოაქვეყნებენ.

"ჩვენ ხვალ გავასაჯაროვებთ შუალედურ ანგარიშს, ეს საბოლოო დასკვნა არ არის, ვინაიდან, ეს ფაქტი როდესაც მოხდა, სამუშაო პროცესი მიმდინარეობდა დასრულებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ამ დღეების მანძილზე აუდიტორები კვლავაც დამატებით მტკიცებულებებს მოიპოვებდნენ, იმისთვის, რომ ჩვენი საბოლოო მოსაზრებები წარგვედგინა საზოგადოებისთვის.

ჩვენ საბოლო შუალდეულ დასკვნას ხვალ გავსაჯაროვებთ, ვინაიდან ჩვენი აუდიტის დასკვნები გაიცემა მთელი წლის სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ ვიმსჯელეთ ამ ფაქტთან დაკავშირებით, რომელიც ხვალ იქნება წარდგენილი", – განაცხადა ლაშა თორდიამ. 

მისი თქმით, აუდიტის სამსახური ფიქრობს, რომ "რისკებია აუქციონის წესით მიწის გადაცემაში.კერძოდ კი , თბილისი მერიამ გამოაცხადა აუქციონი, სადაც პიდაპირ ჩაწერა, რომ აღნიშნული მიწის შემძენი პირი აუცილებლად უნდა ყოფილიყო მომიჯნავე მიწის მესაკუთრე. შესაბამისად, მომიჯნავე მიწის ნაკვეთოს მეპატრონე იყო იურიდიული კომპანია, რომლის 100%-იანი წილის მფლობელია ოთარ ფარცხალაძე. შეაბამისად როდესაც ასეთ კითხვის ნიშნებს ვხდედავთ, ჩვენ ვსვამ კითხვებს, რატო მოხდა ასეთ პრივილეგირებულ მდგომარეობაში ამ კომპანის ჩაყენება".

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ქვეყნის ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძესა და ქვეყნის მთავარ აუდიტს, ლაშა თორდიას შორის ინციდენტი მოხდა. 

თორდიას განცხდებით, ფარცხალაძე მას თანმხლებ პირებთან ერთად, ერთ-ერთ კლუბში თავს დაესხა და ცემა. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...