ლაშა ტალახაძემ, მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს მე-6 ოქროს მედალი მოუტანა

მოსკოვში, ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, ფირნაგზე +109 კგ წონითი კატეგორიების ძალოსნები ასპარეზობენ

მოსკოვში, ძალოსნობაში ევროპის ჩემპიონატზე, ერთადერთ, +109 კგ წონით კატეგორიაში დარჩა გასათამაშებელი მედლები.

ეს წუთია დასრულდა ასპარეზობა ორჭიდის პირველ მოძრაობაში – ატაცში. ქართველმა ძალოსანმა, ოლიმპიურმა, 4-გზის მსოფლიო და 4-გზის ევროპის ჩემპიონმა ლაშა ტალახაძემ 222 კგ აიტაცა და მსოფლიო რეკორდით პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.

მეორე მოძრაობის წინ ლაშა ტალახაძეს უპირატესობა აქვს  6 კგ-იანი უპირატესობა აქვს მე-2 ადგილზე მყოფ სომეხ სპორტსმენთან.

ამ დროისთვის ქართველ ძალოსანთა ანგარიშზე 6 ოქრო – 87 კგ ატაცი ანასტასია გოტფრიდი; 89 კგ აკვრა რევაზ დავითაძე; 96კგ ატაცი, ანტონ პლესნოი; 96 კგ აკვრა, ანტონ პლესნოი; 96 კგ ორჭიდი, ანტონ პლესნოი; +109 კგ ლაშა ტალახაძე 4 ვერცხლი – 61 კგ ატაცი, შოთა მიშველძე; 61 კგ ორჭიდი, შოთა მიშველაძე; 89 კგ ატაცი, რევაზ დავითაძე; 89 კგ ორჭიდი, რევაზ დავითაძე და 1 ბრინჯაოა – 67 კგ აკვრა გოგა ჩხეიძე.

საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ძალოსანთა გაერთიანებული გუნდი მე-4 ადგილზეა და აკვრაში ლაშა ტალახაძის გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილზე გადავლენ, ცალკე აღებული კაცების ნაკრებიუ კი პირველ ადგილს იკავებს

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...