ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ წლის საუკეთესო ძალოსნად დაასახელეს

მსოფლიოს ძალოსნობის ფედერაციის მიერ მოწყობილი გამოკითხვის შედეგების თანახმად, ლაშა ტალახაძე ზედიზედ მესამედ დასახელდა “წლის სპორტსმენად”

ლაშა ტალახაძის ფანტასტიურმა მსოფლიო რეკორდებმა  და მის მიერ მსოფლიო ჩემპიონის წოდების მოპოვებამ მეტოქეებს “წლის სპორტსმენად” აღიარების შანსი არ დაუტოვა.

წლევანდელმა გამოკითხვაში სარეკორდო რაოდენობამ, 50 514 კაცმა მიიღო მონაწილეობა. მათგან 17 084-მა საუკეთესოდ ლაშა ტალახაძე დაასახელა. აღსანიშნავია, რომ მან სამჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე მეორე ადგილზე გასულმა სომეხმა ძალოსანმა, 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონმა 109 კგ წონით კატეგორიაში,  სიმონ მარტიროსიანმა. მესამე ადგილი 2169 ხმით, 2009 წლის გამოკითხვაში საუკეთესოდ აღიარებულმა, 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, 2016 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლის პრიზიორმა, ხუთგზის მსოფლიო ჩემპიონმა (2009, 2011, 2013 წლებში 77კგ, ხოლო 2017 და 2019 წლებში 81 კგ წონით კატეგორიაში) ჩინელმა ლიო სიაოციუნმა დაიკავა.

ქალთა შორის საუკეთესოდ ამერიკელი ძალოსანი, 71 კგ წონაში 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონი  კეტრინ ელიზაბეტ ნაი დაასახელეს. მან 9105 ხმა მიიღო და 1350 ხმით აჯობა მეორე ადგილზე გასულ ჩინეთის ტაიბეის სპორტსმენ კუო სინ-ჩუნს (58კგ წონითი კატეგორია). მესამე კოლუმბიელი არბოლედა ლეიდი ესენია სოლისი (81 კგ წონითი კატეგორია) იყო. მას 4784-მა კაცმა მისცა ხმა. აღსანიშნავია, რომ  ამერიკელმა ძალოსანმა 1982 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა გამოკითხვაში.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

 

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად