ლაშა ტალახაძე წლის საუკეთესო სპორტსმენია

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ წლის შემაჯამებელ ღონისძიებაზე 2016 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა.

წლის საუკეთესო სპორტსმენის ნომინაციაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა, მსოფლიოში ყველაზე ძლიერმა ადამიანმა, ლაშა ტალახაძემ იმარჯვა.

ცნობისთვის, სპორტის სამინისტრომ გამარჯვებულები 9 ძირითად კატეგორიაში გამოავლინა.

1) საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი  – ზვიად პატარიძე

2) საუკეთესო პარასპორტსმენი ქალი და კაცი – ზვიად გოგოჭური, ირმა ხეცურიანი

3) საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობაში – ანდრეი ზინჩენკო

4) საუკეთესო მსაჯი – ედიშერ მაჩაიძე

5) საუკეთესო სპორტული ფედერაცია – ძიუდოს ფედერაცია

6) საუკეთესო გუნდი – კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები

7) საუკეთესო ქალი სპორტსმენი – ანასტასია გოტფრიდი

8) საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი ასანიძე

9) საუკეთესო  სპორტსმენი – ლაშა ტალახაძე 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...