ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა

ლაშა ტალახაძე მსოფლიოს 2018 წლის საუკეთესო ძალოსანი გახდა.

ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებგვერდზე გამოკითხვა ჩატარდა, 2018 წლის საუკეთესოების გამოსავლენად მამაკაც და ქალ ძალოსნებს შორის. გამოკითხვაში 30 000-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

მამაკაცებს შორის საუკეთესოდ ლაშა ტალახაძე დასახელდა. მან 18 ათასამდე ხმა მიიღო.

მეორე ადგილზე გავიდა ირანელი სოჰრაბ მორადი, მესამეზე ინდონეზიელი ეკო იული ირავანი.

ქალებს შორის საუკეთესოდ ესპანელი ლიდია ვალენტინი დასახელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...