ლაშა ტალახაძე ევროპის ორგზის ჩემპიონია

სპლიტში, ხორვატიაში, ევროპის მოქმედმა ჩემპიონმა, მსოფლიო ჩემპიონმა, ოლიმპიური თამაშების გამარჯვებულმა ლაშა ტალახაძემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ათლეტია.

ლაშა ტალახაძე 2017 წლის ევროპის ჩემპიონია. მან ორივე დისციპლინა მოიგო (ატაცი და აკვრა) ორჭიდში 467 კგ მოაგროვა და მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი.

ქართველმა ათლეტმა ატაცში მსოფლიო რეკორდი დაამყარა, 217 კილოგრამი აწია. აკვრაში ყველა მოწინააღმდეგეს აჯობა და 250 კილოგრამი დაძლია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...