ლაშა შავდათუაშვილმა ტრავმა მიიღო და ოსაკას გრანდ სლემს გამოეთიშა (ვიდეო)

ოსაკაში მიმდინარე გრანდ სლემზე დღე ასპარეზობაში 73-81 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები ჩაებნენ

73 კგ წონით კატეგორიაში პირველ ნომრად განთესილი ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი მეტოქედ მექსიკელ ედუარდო არაუჯოსთან შეხვედრაში ვაზარით გამარჯვებული მასპინძელი არატა ტაცუკავა ჰყავდა. შეხვედრის დაწყებიდან 2 წუთის და 31 წამის თავზე ლაშა შავდათუაშვილი უხერხულად დაეცა ტატამზე, წამოდგომა ვერ შეძლო, ძლიერი ტკივილის გამო საშველად ექიმებს უხმო და დანებების ნიშნად ხელები გადააჯვარედინა.

მასპინძელს იპონით გამარჯვება მიენიჭა, ლაშა შავდათუაშვილმა კი საბოოოდ საკაცით გაყვანა აღარ დასჭირდა და მან დამოუკიდებლად, კოჭლობით დატოვა ტატამი.

ოსაკას გრანდ სლემზე საასპარეზოდ მყოფი სულ ოთხი ქართველი ძიუდოისტიდან ხვალ ასპარეზობაში ჩაერთვებიან: 90 კგ წონით კატეგორიაში ბექა ღვინიაშვილი და ავთანდილ ჭრიკიშვილი, ხოლო 100 კგ წონით კატეგორიაში – ვარლამ ლიპარტელიანი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად