ლაშა შავდათუაშვილმა პარიზის გრანდ სლემზე ბრინჯაო მოიპოვა

პარიზის გრანდ სლემზე პირველი დღის ასპარეზობა დასრულდა

ქართველმა ძიუდოისტებმა დღეს სამივე წონით კატეგორიაში მოიპოვეს მედლები, თუმცა თუ თემურ ნოზაძის ბრინჯაო სასიამოვნო მოულოდნელობა იყო, ვაჟა მარგველაშვილის მარცხი მოვდოველ დენის ვიერუსთან და ლაშა შავდათუაშვილის მარცხი მონღოლ ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირთან ნამდვილად არასასიამოვნო მოულოდნელობათა რიგიდანაა. 

ლაშა შავდათუაშვილმა საწყის შეხვედრაში ვიტალი სკვოტცოვს არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან, გეორგიოს აზოიდისს საბერძნეთიდან, შემდეგ რეპეშაჟში სომეხ ფერდინანდ კარაპეტიანს სძლია, ხოლო ბრინჯაოს მედლისთვის ფინალურ ბრძოლაში მეტოქე, აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი არ გავიდა ტატამზე და ლაშა გამარჯვებულად გამოცხადდა.

73 კგ
1. სოიჩი ჰაშიმოტო
2. ცოგტბაატარ ცენდ-ოჩირი
3. ლაშა შავდათუაშვილი
3. ფაბიო ბაზილე (იტალია)

ხვალ, პარიზის გრანდ სლემის დასკვნით დღეს, ტატამზე გაოვლენ კობა მჭედლიშვილი (81 კგ), ლასა ტაველური და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ) და ონისე ბუღაძე და გიორგი ზაქარიაძე.

 

მოამზადა რააულ კაპანაძემ.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად