ლაშა შავდათუაშვილმა ოლიმპიადაზე რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და ბრინჯაოსთვის იჭიდავებს

რიოს ოლიმპიადაზე დღეს, 8 აგვისტოს ძიუდოში -73 კგ. წონით კატეგორიაში მიმდინარეობს შეჯიბრი, სადაც 2012 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, ქართველი ძიუდოისტი, ლაშა შავდათუაშვილი ასპარეზობს.

ლაშა შავდათუაშვილმა პირველ წრეში დაისვენა და შეჯიბრში მეორე წრიდან ჩაერთო, სადაც კუბელ მაგდიელ ესტრადას დაუპირისპირდა, იპონით დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

მერვედფინალში ქართველი სპორტსმენი ჩამარა რეპიალაჯეს დაუპირისპირდა, მეტოქე იპონით დაამარცხა და მეოთხედფინალში იასპარეზებს.

მეოთხედფინალში შავდათუაშვილი შოჰეი ონოს დაუპირისპირდა, ვაზარით დამარცხდა და დამამშვიდებელ რაუნდში გადაერთო, სადაც რუს დენის იარცევს დაუპირისპირდა.

2012 წლის ოლიმპიურმა ჩემპიონმა იარცევი იპონით დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...