ლაშა შავდათუაშვილმა მეორე შეხვედრა მოიგო და პულის ნახევარფინალშია (ვიდეო

დიუსელდორფის გრან სლემზე 73-81კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები განაგრძობენ შეხვედრებს

73კგ წონით ოლიმპიური ჩემპიონი და პრიზიორი ლაშა შავდათუაშვილი, პირველ შეხვედრაში ბოტსვანელი ტირელო ლოკოკოს იპონით დამარცხების შემდეგ, უზბეკ შახრამ ახადოვს შეხვა. უილეთო შეხვედრის ძირითადი ოთხი წუთის გასვლის შემდეგ მეტოქეებმა ოქროს დროში ორ-ორი გაფრთხილებით განაგრძეს ჭიდაობა. ლაშა შავდათუაშვილმა შეხვედრის დაწყებიდან 5 წუთის და 38 წამის შემდეგ იპონით გაიმარჯვა.

ლაშა შავდათუაშვილის პულის ნახევარფინალში სლოვენიელ მარტინ ხოჯაკს შეხვდება.

ამავე წონაში ფრიდონ გიგანმა ორი შეხვედრის მოგების შემდეგ მარცხი განიცადა. მას მონღოლმა ცოკტბაატარ ცენდ-ოჩირმა იპონით სძლია

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად