ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

ტოკიოში დასრულდა შეჯიბრება 73 კგ წონით კატეგორიის ძიუდოისტთა შორის.

ფინალურ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე იაპონელი შოჰეი ონო იყო.

უაღრესად დაძაბულ შეხვედრაში, რომელიც ლაშა შავდათუაშვილის მცირე უპირატესობით მიმდინარეობდა, ოქროს დროის მე-6 წუთზე იაპონელმა შეძლო ილეთის ჩატარება და გაიმარჯვა.

ლაშა შავდათუაშვილი ტოკიოს 2021 წლის ოლიმპირი თამაშების ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.

ლაშა შავდათუაშვილი პირველი ქართველი სპორტსმენი დამოუკიდებელ საქართველოში, რომელმაც სამ ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა მედალი:

ლონდონი 2012, 66კგ – ოქრო
რიო-დე-ჟანეირო 2016, 73 კგ – ბრინჯაო
ტოკიო 2020, 73 კგ – ვერცხლი

ქართველ სპორტსმენებს ტოკიოში ორი ვერცხლის მედალი აქვთ მოპოვებული.

გუნდურ ჩათვლაში საქართველო ამ მომენტისთვის 24-ე ადგილზეა.

კომენტარები
იტვირთება...