ლაშა შავდათუაშვილი ლეგენდარულ ძიუდოისტთან ვერაფერს გახდა (ვიდეო)

ტოკიოში, ბუდოკანის არენაზე, დღეს 73 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები იბრძვიან მსოფლიო ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად.

ლაშა შავდათუაშვილი პირველ წრეში თავისუფალი იყო. მეორე წრეში მან ავსტრიელ კელვინ ხიოსტერს სძლია ვაზარ-იპონით, მესამე წრეში კი არაბეთის გაერთიანებული საამიროების სახელით მოასპარეზე მოლდოველი ვიქტორი სკვორცოვს ჯერ ვაზარი აუღო, შემდეგ კი სუფთა იპონზე დასცა.

მერვედფინალში ლაშა შავდათუაშვილის მეტოქე ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ძიუდოისტად აღიარებული, სამგზის მსოფლიო და რიოს ოლიმპირი თამაშების ჩემპიონი, იაპონელი შოჰეი ონო იყო. შეხვედრის დაწყებისთანავე შავდათუაშვილი შეეცადა ინიციატივის საკუთარ ხელში აღებას, მაგრამ ონო კარგად იცავდა თავს, პირველივივე შესაძლებლობა კი მან ბრწყნვალრდ გამოიყენა და იპონზე დაცა მეტოქე.

ამრიგად, ლაშა შავდათუაშვილი მერვედფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას და საქართველოს ნაკრების ანგარიშზე ჯერჯერობით კვლავ ერთადერთი მედალია – ლუხუმ ჩხვიმიანის ოქროს მედალი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად