ლაშა შავდათუაშვილი ჰააგის გრან პრის ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა

დასრულდა ძიუდოსტთა შეჯიბრება ჰააგის გრან პრიზე 73 კგ წონით კატეგორიაში.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ერთმანეთის პირისპირ ლაშა შავდათუაშვილი და გერმანელი ანტონი ზინგი წარდგნენ. ძირითადი დროის მიწურულს ლაშას ერთი შიდო ჰქონდა, გერმანელს კი ორი. ოქროს დროს 8 წუთი ისე მიილია, რომ მეტოქეებმა ვერც ილეთის ჩატარება შეძლეს და არც გაფრთხილება არ მიუღიათ, მე-9 წუთის დაწყებიდან მალევე კი მსაჯებმა შეხვედრა შეაჩერეს, გერმანელს მე-3 შიდო მისცეს და ლაშას შეხვედრაში, რომელიც 12 წუთი და 19 წამი გრძელდებოდა, იპონით გამარჯვება ჩაეთვალა.

ამრიგად, გუშინ ვაჟა მარგველაშვილის მიერ მოპოვებულ ოქროს მედალს დღეს ლაშა შავდათუაშვილის ბრინჯაო შეემატა.

ბრინჯაოს ფინალამდე ლაშამ ამერიკელი ნიკოლას დელპოპო, გერმანელი შამილ ჟაგბატიროვი დაამარცხდა, შემდეგ თავად დამარცხდა ბრაზილიელ ედუარდო ბარბოსასთან და რეპეშაჟში გადაინაცვლა, სადაც მან პირველ შეხვედრაში რუს დენის იარცევს სძლია.

ხვალ 90-100 და +100 კგ წონითი კატეგორიების ძიუდოისტები გამოვლენ ტატამზე. 90 კგ წონაში ავთანდილ ჭრიკიშვილი იჭიდავებს, 100 კგ წონაში კი ტატამზე ვლადიმერ ლიპარტელიან ვიხილავთ.

შეგახსენებთ, რომ დღეს 81 კგ წონით კატეგორიაში პირველივე შეხვედრის მიწურულს ტრავმა მიიღო ზებედა რეხვიაშვილმა და იგი ტატამიდან სანიტრებმა საკაცით გაიყვანეს.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად