ლაშა შავდათუაშვილი ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა

პრაღაში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე დასრულდა ასპარეზობა 73 კგ წონით კატეგორიაში

ოქროს მედლისთვის გადამწყვეტ შეხვედრაში ლაშა შავდათუაშვილი მოლდოველ ვიქტორ სტერპუს შეხვდა.

ლაშა შავდათუაშვილი თავის წამოწყებული ილეთის შესრულების დროს მეტოქის კონტრილეთზე წამოეგო, იპონზე დავარდა და ვერცხლის მედლით დაკმაყოფილდა.

ლაშა შავდათუაშვილის მიერ მოპოვებული ვერცხლის მედალი ქართველ ძიუდოისტთა მიერ პრაღის ევროპის ჩემპიონატზე მოპოვებული პირველი მედალია.

რამდენიმე წუთის შემდეგ ლუკა მაისურაძე იჭიდავებს ბრინჯაოს მედლისთვის, მის შემდეგ კი ტატო გრიგალაშვილი გავა ტატამზე ოქროს მედლის მოსაპოვებლად

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად