ლაშა შავდათუაშვილი და ლუკა მაისურაძე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ

მეორე ევროპული თამაშების მესამე დღეს საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა 2 სპორტსმენით ასპარეზობს და ორივე მათგანს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს. ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

73 კგ წონით კატეგორიაში ჩვენი გუნდის ღირსებას ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა შავდათუაშვილი იცავს. მოლდოველი და უკრაინელი უკრაინელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, მეოთხედფინალში ლაშამ რუს დენის იარცევს სძლია. ნახევარფინალში შავდათუაშვილი შვედ ტომი მაციასთან დამატებით დროში დამარცხდა და მესამე ადგილისთვის ბრძოლაში გადაერთო, სადაც მისი მეტოქე აზერბაიჯანელი ჰიდაიატ ჰეიდაროვი იქნება. აღსანიშნავია, რომ შავდათუაშვილმა საწყის ბლოკში ტრავმით იასპარეზა.

ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს ლუკა მაისურაძეც. 81 კგ წონითი კატეგორიაში მოასპარეზე მაისურაძემ ფრანგ და ბრიტანელ ძიუდოისტებს, ასევე პორტუგალიის სახელით მოასპარეზე ანრი ეგუტიძეს სძლია და ნახევარფინალში გავიდა, სადაც ბელგიელ მატიას კასესთან დამატებით დროში წააგო. ბრინჯაოს მედლის მოსაპოვებლად, ლუკას იტალიელი ანტონიო ესპოსიტოს დამარცხება სჭირდება.

წარმატებულ ასპარეზობას განაგრძობენ სამბისტები. ტრიუმფალური პირველი დღის შემდეგ, დასკვნით, მეორე საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდი ტატამზე  სპორტსმენით გავიდა. აღსანიშნავია, რომ მედლებისთვის 6 მათგანი იბრძოლებს.

ოქროს მედლების მოპოვების შანსი აქვთ ლევან ნახუცრიშვილსა (-74 კგ) და ბექა ბერძენიშვილი (+100 კგ). ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ ირინე ლეონიძე (-80), გივი ნადარეიშვილი (-52 კგ), გეგა ჩირგაძე (-62 კგ) და პაატა ღვინიაშვილი (- 90 კგ).
ძიუდოსა და სამბოს ფინალური შეხვედრები თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...