ლაშა შავდათუაშვილი: ჩხუბთან დაკავშირებით ინფორმაცია, არ შეესაბამება სიმართლეს

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი,  ლაშა შავდათუაშვილი, სოციალურ ქსელ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე განცხადებას აქვეყნებს და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ის ოსაკაში ნაკრების დანარჩენმა წევრებმა სცემეს, დეზინფორმაციაა.

“მოგესალმებით გულშემატკივრებო, მინდა გამოვეხმაურო გავრცელებულ დეზინფორმაციას ჩხუბთან დაკავშირებით და ვთქვა, რომ ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ოსაკას გრანდ სლემზე ასპარეზობა ვერ მივიღე ტრავმის გართულების თავიდან ასაცილებლად”, – წერს შავდათუაშვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, იაპონიაში, ნაკრების სხვა ძიუდოისტებმა, შავდათუაშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის გამოც, მან ოსაკას გრან სლემზე მონაწილეობა ვერ შეძლო.

იაპონიაში მყოფი სპორტსმენების ნაწილმა, “აიპრესთან” ჩხუბთან დაკავშირებით ინფორმაცია ასევე უარჰყო და მომხდარს გაუგებრობა უწოდა. –

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად