ლაშა ნაცვლიშვილი: ვერანაირი რუსული რბილი ძალა ვერ შექმნის ისეთ ნოყიერ ნიადაგს ანტიდასავლური განწყობებისთვის, როგორც ეჭვი იმაზე, რომ უარყოფითი რეიტინგის ჩემპიონი ბოკერია, შესაძლოა დასავლეთის ფავორტი იყოს

ვერანაირი რუსული რბილი ძალა ვერ შექმნის ისეთ ნოყიერ ნიადაგს ანტიდასავლური განწყობებისთვის საქართველოში, როგორც ეჭვი იმის თაობაზე, რომ უარყოფითი რეიტინგის უპირობო ჩემპიონი ბოკერია, შესაძლოა, იმავდროულად, დასავლეთის ფავორტი იყოს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობების საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მარტივი ჭშარიტებაა ის, რომ თუ შენ ყველაზე მეტად ის მოგოწონს, ვინც ყველაზე მეტად არ მოსწონს ხალხს, ხალხის ეს დამოკიდებულება, ადრე თუ გვიან, შენზეც გავრცელდება.

,,ვერანაირი რუსული რბილი ძალა – თავისი “რაშა თუდეით”, “სპუტნიკებით”, “უკვდავი პოლკით” და “დუხოვნი სკრეპებით” – ვერ შექმნის ისეთ ნოყიერ ნიადაგს ანტიდასავლური განწყობებისთვის საქართველოში, როგორც ეჭვი იმის თაობაზე, რომ უარყოფითი რეიტინგის უპირობო ჩემპიონი ბოკერია, შესაძლოა, იმავდროულად, დასავლეთის ფავორტი იყოს. მარტივი ჭშარიტებაა – თუ შენ ყველაზე მეტად ის მოგოწონს, ვინც ყველაზე მეტად არ მოსწონს ხალხს, ხალხის ეს დამოკიდებულება, ადრე თუ გვიან, შენზეც გავრცელდება“,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.
იგი ამავე ტექსტის ინგლისურ ვერსიასაც აქვეყნებს.

,,პროფესიონალ გამყალბებელთა მხრიდან სპეკულაციების თავიდან ასაცილებლად, ბარემ ინგლისურ ვერსიასაც დავდებ.
The entirety of Russia’s soft power – all the Sputniks and Russia Today, Immortal Regiments and Spiritual Fasteners (духовные скрепы) – could not do as much harm to Georgia’s Euro-Atlantic aspirations as the belief that the West considers Giga Bokeria – the most disliked politician in the country – its favorite ally in Georgia.
If you like the one who is disliked dislike will come to you most likely!”,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად