ლაშა ნაცვლიშვილი: პირველად საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ სახალხო დამცველს მიმართა, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან

პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან,- ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ კონსულტანტი ლაშა ნაცვლიშვილი სოციალურ ქსელში წერს და გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ოჯახის მიერ სახალხო დამცველთან გაჟღერებულ პოზიციას ეხმაინება.

“პირველად, საქართველოს ისტორიაში, შვილმკვდარმა დედამ მიმართა სახალხო დამცველს, დაიცვას დაზარალებული ოჯახი ოპოზიციის მხრიდან მომდინარე ფსიქოლოგიური ძალადობისგან. ერთი შეხედვით, საოცარი, ანომალიური ამბავია, მაგრამ თუ გავიხსენებთ, რომ დღევანდელი ოპოზიცია და მისი მედია სრული შემადგენლობით, დაკომპლექტებულია საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე სახიფათო და ადამიანის მოძულე პოლიტიკური ძალის – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თვალსაჩინო წარმომადგენლებით, ყველაფერი თავის ადგილზე დადგება და ანომალია ნორმად მოგეჩვენებათ”,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ მედიას გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმის გაშუქებასთან დაკავშირებით ოჯახის ინტერესების დაცვის რეკომენდაცით მიმართა.

ომბუდსმენის თქმით, შაქარაშვილის ოჯახთან შეხვედრისას მათ სახალხო დამცველს უთხრეს, რომ  როდესაც ვრცელდება კადრები ფოტო სურათებით ან გარკვეული ინფორმაცია სხვადასხვა პირის მხრიდან ოჯახის წევრების ტრამვირებას იწვევს.

შეგახსენებთ, მდინარე არაგვზე 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4 დღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

შსს-ს ოფიციალური ვერსიით, “2020 წლის 18 ივნისს საღამოს გიორგი შაქარაშვილი მცხეთის რაიონის სოფელ ნარეკვავის დასახლებაში სტუმრად იმყოფებოდა მეგობრის მიერ ნაქირავებ სახლში, სადაც ცალკეულ პირთა შორის ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

მოგვიანებით, დასახელებული კონფლიქტი გაგრძელდა თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდინარე არაგვზე მდებარე ხიდის სიახლოვეს. რის შემდგომაც გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა და 4 დღიანი ინტენსიური სამაშველო სამუშაოების შედეგად მდინარის კალაპოტში აღმოჩენილ იქნა მისი ცხედარი”.

შსს-მ გამოძიება გიორგი შაქარაშვილის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე დაიწყო    თუმცა,  საქართველოს პროკურატურის მიერ სამედიცინო დასკვნას გავრცელების შემდეგ, სისხლის სამართლის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დაემატა დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით და გამოძიება გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ნაწილში წარიმართება აღნიშნული კვალიფიკაციით.   მანამდე კი პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვიდეოკადრები გაავრცელა

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე 17-ვე ბრალდებულს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა   ასევე,   გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვანის საქმეს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეისწავლის

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად