ლაშა ნაცვლიშვილი ნიკა გვარამიას: გლდანის ციხეში, ის საკანი დაგმშვენდებოდა, სადაც თეთრაძეს ამოხადე სული, თუმცა იქ წულუკიანმა ახლა ედემი გააშენა!

,,გლავკანალი და ნიკა გვარამია, რუსული ჩეკისტური პროპაგანდის საუკეთესო ტრადიციებში, უკვე დაუფარავად ამტკიცებენ, რომ ამერიკის სახელმწიფო პატიმრებს აწამებს. ამ ფონზე, აბა, მე რა მოსატანი ვარ? თუმცა, უკუღმაა, ასინეთა, ყველაფერი. წამების მეტაფორა შენი აშენებული გლდანის ციხეა და არა გუანტანამო, სადაც თავისუფალი სამყაროსთვის ყველაზე საშიში დამნაშავეები იხდიან სასჯელს.” – ამის შესახებ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” მრჩეველი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

“გოგოლაძე ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნულ უსაფრთხოებას ნაღმს ჯერ კიდევ 27 წლის წინ უდებდა და ეს თუ დაუმტკიცდა, სწორედაც რომ გუანტანამოს იმსახურებს. აი, შენ კი, გლდანის ციხეში, ის საკანი დაგმშვენდებოდა, სადაც თეთრაძეს ამოხადე სული. თუმცა იქ წულუკიანმა ახლა ედემი გააშენა პატიმრებისთვის და იჯდები ბრეივიკივით და გააპროტესტებ ყავა რატომაა ცივი და კარაქი ზედმეტად გაყინული, პურზე არ ესმევაო. P.S. რაც შეეხება ვირთხების გნიასს ჩემს ეგრედ წოდებულ მუქარაზე: კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სწორად არ ავიყვანე სამსახურში ეს ჭორიკანა უვიცი – კერძო პირის (რომელიც არანაირ სახელმწიფო თანამდებობას არ იკავებს) მოსაზრება ამა თუ იმ საქმის განვითარებაზე, თეორიულადაც ვერ შეფასდება დაპატიმრების მუქარად”,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად