ლაშა ნაცვლიშვილი: მუზეუმს ვაშენებ, ხალხო! მინდა, მათივე ხელით უკვდავვყო სააკაშვილის რეჟიმის მეხოტბეთა არქეტიპი

“ბევრი მეკითხება, რატომ მაქვს კედელი ღია და რატომ არ ვპასუხობ, არ ვშლი ან არ ვბლოკავ გონებაამღვრეულ ადამიანებს, წარმოუდგენელ სიმყრალეს რომ ღვრიან აქ? მუზეუმს ვაშენებ, ხალხო, მათივე ხელით ვაშენებ, მათი სიმცირის, სნეული გონების, აგრესიული ზნედაცემულობის და, საბოლოო ჯამში, მათი საცოდაობის ვირტუალურ მუზეუმს”, – წერს თავის “ფეისბუქ გვერდზე” “ქართული ოცნების” კონსულტანტი მედიასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი.

“ნებისმიერი იდეის თუ პროექტის ხარისხს და სინაჯანსაღეს, ამ იდეის მხარდამჭერთა ინტელექტუალური და მორალური სახე განაპირობებს. ეს არის უტყუარი ინდიკატორი და ამიტომ მინდა, მათივე ხელით უკვდავვყო სააკაშვილის რეჟიმის მეხოტბეთა არქეტიპი.

მათი საოცნებო საქართველოს არსი ხომ მათსავე ბაგეზე მომდგარ დუჟში იკითხება ყველაზე კარგად, გასაგებად და მკაფიოდ. და კიდევ ერთი მიზეზი, რისთვისაც ამას ვაკეთებ, ჩვენი შვილების თაობაა. დრო, საბედნიეროდ, არ ჩერდება, უკვე წამოიზარდნენ ბავშვები, ვისაც სისხლმდენი იარა ჩვენსავით, ბუნებრივია, არ ტკივათ და რომელთა მოტყუება უკვე გადაუწყვეტიათ სოროებიდან ამომძვრალ რევიზიონისტებს, ათასი ჯურის ბუყბუყა “პატრიოტებს”, პროვინციული გულაგის ჰეროიზაციას რომ ცდილობენ გამალებული პროპაგანდით.

აქ, ამ კედელზე შემოასეირნეთ ხოლმე ახალგაზრდები, თვალებში მცირედ დაბნეულობას თუ შეატყობთ – ნებისმიერი იჭვის უებარი წამალი, მალამოა ნაცების მიერ აქ დაფრქვეული სიმყრალე”, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად