ლაშა ნაცვლიშვილი: მოქმედი ოპოზიციის “ნათელაშვილიზაცია” არათუ ქართული საზოგადოების, არამედ ჩვენი საერთაშორიაო პარტნიორების თვალსაწიერშიც მოხვდა

„სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში, “ნაციონალური მოძრაობა” და მის ორბიტაზე არსებული საზოგადოებრივი აქტორები და მედიასაშუალებები, ევოლუციის ნაცვლად, უწყვეტ და შემაშფოთებელ დეგრადაციას განიცდიან“,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილი, ქართული ოცნების კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, პროგრესულობასა და მედასავლეთეობაზე ექსკლუზიური უფლების განაცხადით მოქმედი ოპოზიციის “ნათელაშვილიზაცია”, არათუ ქართული საზოგადოების, არამედ უკვე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალსაწიერშიც მოხვდა.

“სულ რაღაც 4-5 წლის წინ, შალვა ნათელაშვილი, ანტიდასავლურობის პარალელურად, უგემოვნობის, პოლიტიკური კიჩის, სამარცხვინო უპრინციპობის და შეუნიღბავი მერკატილიზმის ეტალონად ითვლებოდა ქართულ პოლიტიკურ ისტებლიშმენტში. ის იყო სიმბოლო, როგორი არ უნდა ყოფილიყო ქართველი პოლიტიკოსი და ჩვენ კარგად გვახსოვს ის დრო, როდესაც რომელიმე პოლიტიკური აქტორი ან კომენტატორი ოპონენტის დაკნინებას ცდილობდა, იგი მას შალვა ნათელაშვილს ადარებდა – შალვა ნათელაშვილს დაემსგავსაო, ამბობდა.

დღეს კი, “ნაციონალური მოძრაობა” შალავ ნათელაშვილს ქართული ოპოზიციის პატრიარქად მოიხსენიებს და ეს მართლაც მწარე სიმართლე გამოდგა, რადგან პროგრესულობასა და მედასავლეთეობაზე ექსკლუზიური უფლების განაცხადით მოქმედი ოპოზიციის “ნათელაშვილიზაცია”, არათუ ქართული საზოგადოების, არამედ უკვე ჩვენი საერთაშორიაო პარტნიორების თვალსაწიერშიც მოხვდა, რისი ნათელი მაგალითი ევროკავშირის სპეციალური განცხადება გახლავთ გერმანიის ელჩის მიმართ უზენო თავდასხმის დაგმობის თაობაზე. ამ განცხადებამ მდაბიო პოლიტიკური კლოუნი შალვა ნათელაშვილი და ერთ დროს “სვეცკი” თამარ ჩერგოლეიშვილი ერთ სიბრტყეზე დააყენა და თანაბრად გაკიცხა.

ვერ გეტყვით, რამდენად გამოაფხიზლებს საკუთარ კაკანათში გაბმულ და “გამონათელაშვილებულ” ოპოზიციას ევროკავშირის მიერ საჯაროდ გაწნული სილა, მაგრამ მოძღვრება გვასწავლის, რომ ხსნა სასიკვდილო სარეცელზეც შესაძლებელია. ამიტომ, ფრთხილი ოპტიმიზმით დაგაკვირდებით. პ.ს. მეტი არაა ჩემი მტერი, ამათ აწი რამე ეშველოთ”,- წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად