ლაშა ნაცვლიშვილი: მარგველაშვილს ყაისნაღის გარდა 2 ინსტრუმენტი აქვს – ვეტო და შეწყალება

ამის შესახებ მთავარი პროკურორის ყოფილმა მოადგილემ ლაშა ნაცვლიშვილმა "ტვ პირველის" ეთერში, გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა.

"მარგველაშვილმა თქვა, რომ თურმე "ქართულმა ოცნებამ" უღალატა ღირებულებებს, როდესაც მკვლელები, ყაჩაღები და ნარკორეალიზატორები ციხეში ჩასვა. ეს არის ის, რაზეც არაერთგზის ვთქვი, რომ მოქმედი პრეზიდენტი ახორციელებს მართლმსაჯულების საბოტაჟს. მას შემდეგ რაც მარგველაშვილმა გირგვლიანის საქმის ეპიზოდში სააკაშვილი გამოაცხადა პოლიტიკური დევნის ობიექტად, მას შემდეგ მან დაკარგა არა მარტო პრეზიდენტობის მორალური უფლება და მოქალაქის მორალური უფლება, არამედ ის ცივილიზებული ადამიანების ველიდან გავიდა.

ის, რომ პრეზიდენტი მარგველაშვილი ვერ ვნებს საქართველოს ისე როგორც ვნებდა სააკაშვილი, ეს განპირობებულია არა მისი კეთილი ნებით, არამედ უფლებამოსილებებით. სულ ორი ინსტრუმენტი აქვს, ყაისნაღის გარდა, ეს არის ვეტო და შეწყალება", – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...