ლაშა ნაცვლიშვილი: გიგა ბოკერია არის უხორცო იდეოლოგი, ბანალური ხაზინის ქურდი

ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა გადაცემა “დღის ქრონიკა პ/ე” განაცხადა.

“ის, რომ გიგა ბოკერიას(ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი) მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა, ან არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა ქართული სოციოლოგიური კვლევების უცვლელ ფანტომურ ლიდერზე, მისტიურ კაცზე დათო ბაქრაძეზე(ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი”, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან კრიმინალები.

მე სრული პასუხისმგებლობით ,როგორც ყოფილი მთავარი პროკურორი გეუბნებით , რომ ამ ხალხის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ იქნა დაწყებული გაცნობიერებულად და პროკურატურის კანონით დადგენილი დისკრეციის ფარგლებში. პატარა ექსკურსს გავაკეთებ, სისხლის სამართლებრივი დევნა არის პროკურატურის დისკრეციული უფლებამოსილება და არა ვალდებულება .

სისხლის სამართლებრივი დევნა რომ დაიწყოს პროკურატურამ უნდა არსებობდეს ე.წ. სრული ტესტი, მტკიცებულებითი ტესტი და საჯარო ინტერესის ტესტი . მტკიცებულებითი ტესტი არის ის, რომ უნდა არსებობდეს დანაშაული და უნდა არსებობდეს პიროვნება, რომელსაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით შეიძლება მისი დევნის დაწყება. ეს ტესტი ორივე შემთხვევაში, ბოკერიას შემთხვევაში, ბაქრაძის შემთხვევაში, ზოდელავას შემთხვევაში, რომელიც ასევე აქტიურობს სააკაშვილის მხრიდან, ყველა შემთხვევაში იყო გავლილი. მეორე ტესტი , ეს არის საჯარო ინტერესის ტესტი და როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებდით , პროკურორი როდესაც იღებს გადაწყვეტილებას დევნის დაწყების , ან არ დაწყების თაობაზე, ის წონის , რომელი გადაწყვეტილება უფრო შედის საზოგადოების ინტერესში . თუ კონკრეტული პიროვნების სისხლის სამართლებრივი ინტერესი გადასწონის სხვა საჯარო ინტერესს, დევნა ყველა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს . მაგრამ თუ არსებობს სხვა უფრო მაღალი საჯარო ინტერესი და ის გადასწონის კონკრეტული პირის დასჯის ინტერესს , მაშინ პროკურორი უფლებამოსილია და შეიძლება ითქვას, ვალდებულიც არის, ეს განახორციელოს – დევნა .

საჯარო ინტერესი რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს , ეს არის ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება. ეს არის ყველაზე დიდი საჯარო ინტერესი,რომელმაც გადაწონა კონკრეტული ადამიანების დასჯის ინტერესი, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებშიც ისინი იყვნენ მხილებულნი, მაგალითად, დათო ბაქრაძე, რომელსაც 261 ათასი გირვანქა სტერლინგი ჰქონდა დამალული ერთ-ერთი ინგლისური ბანკის… არ ჰქონდა დეკლარირებული და ფულის გათეთრებით მიმდინარეობდა მის მიმართ გამოძიება და ერთი ნაბიჯი არის დარჩენილი, თუ პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს დევნა. იგივე გიგა ბოკერია, მოუსყიდველის და რაღაც ებერისტული რიტორიკით რომ გველაპარაკება, უხორცო იდეოლოგის, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი. ეს არის უშიშროების საბჭოს მდივნობის დროს ათეულობით მილიონი, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი, ლარის გაფლანგვა-მითვისება-არამიზნობრივი ხარჯვა. არავინ იფიქროს, რომ ამ საქმეებს უჭირდა ან მტკიცებულებითი ტესტი არ იყო დადგენილი, ერთადერთი ინტერესი იყო, რომ დემოკრატის კონსოლიდაციისთვის, იმისთვის რომ ქვეყანაში შემდგარიყო ამას დემოკრატიის კონსოლიდაცია ეწოდება. ოპოზიცია პოლიტიკური ოპოზიცია, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო ხელისუფლებაში, რომელიც დამარცხდა არჩევნებში და გადავიდა ოპოზიციაში სრულად არ განადგურებულიყო“. – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად