ლაშა ნაცვლიშვილი: თუ პროკურორი გადაწყვეტს დათო ბაქრაძეზე, სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყება

ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მრჩეველმა ლაშა ნაცვლიშვილმა გადაცემა “დღის ქრონიკა პ/ე” განაცხადა.

“ჩემი აზრით, პიარ-ტექნოლოგიური ხრიკი, ეშმაკი ჩაბუდებული ამ დისკუსიაში არის რა?! ეს გადაძახილი, რომ ჩვენ არ უნდა დავიჭიროთ და მერე იქიდან გადმოძახილი ექო, რომ  არა, ჩვენ ესენი უნდა დავიჭიროთ, ეს არის მცდელობა მოახდინონ ამ დისკუსიის ლეგიტიმაცია. თითქოს, ერთის მხივ- ბოკერიას და მეორეს მხრივ, სააკაშვილს შორის ლეგიტიმურია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა დასაჯონ მათ ივანიშვილი. ეს არის ერთგვარი „ოვერტონის ფანჯარა“ , რომ მათ ლეგიტიმურ პოლიტიკურ დისკურსში შემოიტანონ დისკუსია იმის თაობაზე, რომ ისისნი რომ მოვლენ ხელისუფლებაში, რაც, ალბათ ძალიან მძიმე სიზმარშიც წარმოუდგენელია, როგორც საზოგადოებისთვის, ასევე მათთვის. თუმცა მათ უკვე შეიძლება სჯერათ, იმდენად ჩაკეტილ წრეში არიან, რომ შეხედავ, რაღაცნაირად შეპყრობილებს გვანან, ვიდრე რაციონალურ პოლიტიკურ მოთამაშეებს, მაგრამ, ამ დისკუსიის ლეგიტიმაციას შეიძლება ასევე ხელი შეუწყო „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებისა და საკუთრივ „ქართული ოცნების“ სპიკერების გულწრფელმა აღშფოთებამ.

ეს არის ამოცანა, რომ აქ შევიდეთ, მაგრამ ვინაიდან ეს დისკუსია რაღაცნაირად საჯარო სივრცეში შემოვიდა, ჩვენ ვალდებული ვართ ვთქვათ, რომ „ვინ ლაპარაკობს ვის დაჭერაზე“? ეს არის თავიდან ბოლომდე დანაშაულებრივი პოლიტიკური ძალა და უკლებლივ ყველა ფიგურანტი დისკუსიის არის პანოპტიკუმი. სააკაშვილიდან ბოკერიამდე უკლებლივ ყველა სისხლის სამართლის დამნაშავეა, ესენი არიან კრიმინალები. რომელთა ნაწილი, მოდი ჩამოვთვალოთ: მიხეილ სააკაშვილი- იგი გასამართლდა და არის მსჯავრდებული, ორი სისხლის სამართლის საქმე, ეს არის, თუ არ ვცდები, ვალერი გელაშვილის ცემის შეკვეთა –  პოლიტიკური ანგარიშსწორების შეკვეთა, ის არის მსჯავრდებული მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით (ბრალდებით ?) გირგვლიანის მკვლელების შეწყალებაში, როდესაც მიტაცებულმა სახელმწიფო სტრუქტურებმა,  State capture  სადმე არსებობდა იყო აქ და „ქართუს“ გაკოტრების საქმეში. მიიტაცეს სახელმწიფო და ყველა სტრუქტურამ… გახსოვთ, მე აღარ მოვახდენ ციტირებას სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების. ასევე არის სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე, 8 თუ 10  მილიონის გაფლანგვაზე, ასევე არის ბადრი პატარკაციშვილის და ამ ტელევიზიის მიტაცებისა და ე.წ. მემორანდუმის საქმე, რომელშიც ბევრი მათგანი ფიგურირებს.

ეს კაცი, ნიკანორ მელია ხელზე სამაჯურით, რომელიც იყო ორგანიზატორი პარლამენტზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის, რომელსაც ელოდება და მიდის ეხლა სასამართლო, და  ასევე, მიმდინარეობს მეორე სასამართლო, სახელმწიფოს მიტაცების მეორე კლასიკური შემთხვევიდან, ეს არის „ქართუს“ გაკოტრების საქმე. ვის ეთერში განიხილავენ ამას, ეს დისკუსია სად მიდის?  ეს დისკუსია მიმდინარეობს ერთერთი ტელეკომპანიის ეთერში, რომლის დამფუძნებელი, დირექტორი, უცვლელი იდეოლოგიური ლიდერი  თვითონ არის ბრალდებული გაფლანგვაში და კომერციულ მოსყიდვაში, რაც …ქრთამის ანუ კორუფციული დანაშაულია. გადახედეთ მესამეს, მეოთხეს, მეხუთეს- ვისაც გინდათ, ვისაც მიადგებით, გიგი უგულავა ორ საქმეზეა გასამართლებული და ორ საქმეზეა მგონი….

ის, რომ გიგა ბოკერიას(ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი) მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ განხორციელებულა, ან არ დაწყებულა სისხლის სამართლებრივი დევნა ქართული სოციოლოგიური კვლევების უცვლელ  ფანტომურ ლიდერზე, მისტიურ კაცზე დათო ბაქრაძეზე(ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი”, ეს არ ნიშნავს, რომ ისინი არ არიან კრიმინალები.

მე სრული პასუხისმგებლობით ,როგორც ყოფილი მთავარი პროკურორი გეუბნებით , რომ ამ ხალხის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ იქნა დაწყებული გაცნობიერებულად და პროკურატურის კანონით დადგენილი დისკრეციის ფარგლებში. პატარა ექსკურსს გავაკეთებ, სისხლის სამართლებრივი დევნა არის პროკურატურის დისკრეციული უფლებამოსილება და არა ვალდებულება .

სისხლის სამართლებრივი დევნა რომ დაიწყოს პროკურატურამ უნდა არსებობდეს ე.წ. სრული ტესტი, მტკიცებულებითი ტესტი და საჯარო ინტერესის ტესტი . მტკიცებულებითი ტესტი არის ის, რომ უნდა არსებობდეს დანაშაული და უნდა არსებობდეს პიროვნება, რომელსაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით  შეიძლება მისი დევნის დაწყება. ეს ტესტი ორივე შემთხვევაში, ბოკერიას შემთხვევაში, ბაქრაძის შემთხვევაში, ზოდელავას შემთხვევაში, რომელიც ასევე აქტიურობს სააკაშვილის მხრიდან, ყველა შემთხვევაში იყო გავლილი. მეორე ტესტი , ეს არის საჯარო ინტერესის ტესტი და როდესაც ჩვენ გადაწყვეტილებას ვიღებდით , პროკურორი როდესაც იღებს გადაწყვეტილებას დევნის დაწყების , ან არ დაწყების თაობაზე, ის წონის , რომელი გადაწყვეტილება უფრო შედის საზოგადოების ინტერესში . თუ კონკრეტული პიროვნების სისხლის სამართლებრივი ინტერესი გადასწონის სხვა საჯარო ინტერესს, დევნა ყველა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს . მაგრამ თუ არსებობს სხვა უფრო მაღალი საჯარო ინტერესი და ის გადასწონის კონკრეტული პირის დასჯის ინტერესს , მაშინ პროკურორი უფლებამოსილია და შეიძლება ითქვას, ვალდებულიც არის, ეს განახორციელოს – დევნა .

საჯარო ინტერესი რაოდენ ბანალურადაც არ უნდა ჟღერდეს , ეს არის ქვეყნის დემოკრატიული და სტაბილური განვითარება. ეს არის ყველაზე დიდი საჯარო ინტერესი,რომელმაც გადაწონა კონკრეტული ადამიანების დასჯის ინტერესი, იმიტომ, რომ სისხლის სამართლის საქმეები, რომლებშიც ისინი იყვნენ მხილებულნი, მაგალითად, დათო ბაქრაძე, რომელსაც 261 ათასი გირვანქა სტერლინგი  ჰქონდა დამალული ერთ-ერთი ინგლისური ბანკის…  არ ჰქონდა დეკლარირებული და ფულის გათეთრებით მიმდინარეობდა მის მიმართ გამოძიება და ერთი ნაბიჯი არის დარჩენილი, თუ პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ დაიწყოს დევნა. იგივე გიგა ბოკერია, მოუსყიდველის და რაღაც ებერისტული რიტორიკით რომ გველაპარაკება, უხორცო იდეოლოგის, ეს არის ბანალური ხაზინის ქურდი. ეს არის უშიშროების საბჭოს მდივნობის დროს ათეულობით მილიონი, სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი, ლარის გაფლანგვა-მითვისება-არამიზნობრივი ხარჯვა. არავინ იფიქროს, რომ ამ საქმეებს უჭირდა ან მტკიცებულებითი ტესტი არ იყო დადგენილი, ერთადერთი ინტერესი იყო, რომ დემოკრატის კონსოლიდაციისთვის, იმისთვის რომ ქვეყანაში შემდგარიყო ამას დემოკრატიის კონსოლიდაცია ეწოდება. ოპოზიცია პოლიტიკური ოპოზიცია, ის პოლიტიკური ძალა, რომელიც იყო ხელისუფლებაში, რომელიც დამარცხდა არჩევნებში და   გადავიდა ოპოზიციაში სრულად არ განადგურებულიყო“. – განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად