ლაშა ნაცვლიშვილი: 21 ნოემბერი – საქართველო ნაცების გარეშე! თურმე, შესაძლებელი ყოფილა

პარტია “ქართული ოცნების” მრჩეველი პიარის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილი საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში ჩატარებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“21 ნოემბერი – საქართველო ნაცების გარეშე!
თურმე, შესაძლებელი ყოფილა. მოვინდომოთ და 365-დე გავზარდოთ ამ დღეების რაოდენობა სამომავლოდ. ნაკიან წელს კი, 29 თებერვალი დავუტოვოთ, სანიტარული დღესავით – რომ არ მოვდუნდეთ”, – წერს ლაშა ნაცვლიშვილი Facebook-ში.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის არცევნები 21 ნოემბერს 17 მაჟორიტარულ ოლქში მეორე ტური იმართება. ოპოზიცია არჩევნების პირველ ტურში “მასშტაბური გაყალბების” მიზეზით ბოიკოტს უცხადებს პარლამენტს და მაჟორიტარული არჩევნების მეორე ტურში არ მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად