ლაშა ნაცვლიშვილი სუბელიანის ბრალდებაზე: ციხე მძიმე განსაცდელია… ყველა ერთნაირად ვერ უმკლავდება

“მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში გასაჯაროვებული ფარული ჩანაწერების აბსოლუტური უნრავლესობა უხეში მონტაჟის შედეგია, ზოგადად, პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ” – ასე პასუხობს ლაშა ნაცვლიშვილი მირზა სუბელიანს.

საქართველოს პროკურატურის მიერ გუშინ გავრცელებული აუდიოჩანაწერების სრულ ვერსიაში, ერთ-ერთ ნაწილში, დაკავებული მირზა სუბელიანი გენერალური პროკურორის ყოფილ მოადგილეს ლაშა ნაცვლიშვილსაც ახსენებს და ამბობს, რომ მას „ქართულ ოცნებაში“ „ხოდი“ მიეცა და ახლა პატიმარ კაცს ძირავს.

“ციხე მძიმე განსაცდელია, მითუმეტეს, ძალოვანისთვის. ყველა ერთნაირად ვერ უმკლავდება ამ გამოწვევას… მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ პერიოდში გასაჯაროვებული ფარული ჩანაწერების აბსოლუტური უნრავლესობა უხეში მონტაჟის შედეგია, ზოგადად, პატიმარს თავისუფლებიდან არ პასუხობენ“  – აცხადებს ლაშა ნაცვლიშვილი.

შეგახსენებთ, რომ აუდიოჩანაწერებში მირზა სუბელიანი სავარაუდოდ „ოცნების“ დეპუტატ ვიქტორ ჯაფარიძესთან და დავით ცუხიშვილთან ლაპარაკობს.

მირზა სუბელიანი, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამაა. დანაშაულის ჩადენის დროს ის მთავარ პროკურატურაში ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტში მუშაობდა, თუმცა ამ ფაქტის გამო თანამდებობის დატოვება მოუხდა. ერთ-ერთი მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა სუბელიანს ბრალდებულების სასარგებლოდ საქმეში უხეშ ჩარევაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას ითხოვდა.

9 ივნისს მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით, მკვლელობის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად