ლაშა გობაძე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა!

 ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 82 კგ წონითი კატეგორიის ფინალური შეხვედრა დასრულდა

ჩემპიონობისთვის გადამწყვეტ ბრძოლაში ერთმანეთს ლაშა გობაძე და აზერბაიჯანელ რაფიგ ჰუსეინოვი შეხვდნენ. გობაძემ მსვენივრად წარმართა შეხვედრა, დაამარცხა მეტოქე 5:3 და მსოფლიო ჩემპიონი გახდა!

ლაშა გობაძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში მეექვსე მსოფლო ჩემპიონია ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში.

სულ 29 ქართველ კლასიკოსს 1953 წლიდან დღემდე გამართულ 49 მსოფლიო ჩემპიონატზე სულ მოპოვებული აქვს 24 ოქროს, 9 ვერცხლის და 14 ბრინჯაოს მედალი. აქედან დამოუკიდებლობის მოპოვებამდე გამართულ 27 მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებულია 18 ოქროს, 4 ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედალი, ხოლო დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ გამართულ 22 მსოფლიო ჩემპიონატზე კი 6 ოქროს, 5 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალი.

მსოფლიო ჩემპიონატის 24 ოქროს მედალი 15 ქართველი კლასიკური სტილით მოჭიდავის მიერ არის მოპოვებული:

1966, 1967, 1969, 1970 – რომან რურუა

1953, 1955, 1958 – გურამ კარტოზია

1958, 1962, 1963 – როსტომ აბაშიძე

1978 1981 – გურამ ბლაგიძე

1982, 1983 – თეიმურაზ აფხაზავა

1982 – თემო ყაზარაშვილი

1961 – ავთანდილ ქორიძე

1981 – მიხეილ სალაძე

1987 – გურამ გედეხაური

2001 – მუხრან ვახტანგაძე

2003 – მანუჩარ კვირკველია

2007- დავით ბედინაძე

2007 – რამაზ ნოზაძე

2019 – ნუგზარ წურწუმია

2019 – ლაშა გობაძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად