ლაშა დარსალია: ვითარება არის საკმაოდ რთული, მუდვიმ კონტაქტზე ვართ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან

ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ვითარება არის საკმაოდ რთული, ამიტომ ჩმუდმივ 24 საათიან რეჟიმში ვართ კონტაქტზე ვართ ჩვენს ჩვენს პარტნიორებთან. გუშინ შევკრიბეთ საერთაშორისი საზოგადოება და დიპლომატიური კორპუსი, რომელიც წარმოდგენილია თბილისში. ასევე ჩვენი შესაბამისი საელჩოები ადილზე უკავშირდებიან შესაბამის დედაქალაქებს. ინტენსიურ რეჟიმში ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან რათა გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები და არ მოხდეს ვითარების შემდგომი ესკალაცია.

გუშინ შეხვედრა ჩაიშალა პრაქტიკულარ არაკონსტრუქციული მიდგომის გამო და ცალსახაა, რომ ვუტარების ესკალაციის შემტხვევაში ამას ეყოლება ერთადერთი პასუხისმგებელი –  რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი, რომელიც დღეს ჩვენ გვყავს ოკუპირებულ ტერიტორიებზე” – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, დე ფაქტო ცხინვალმა თბილისს ულტიმატუმი წაუყენა – დილის 6 საათამდე მოხსნას საგუშაგო სოფელ წნელისთან

ცნობისთვის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგენეთში ჩაშლილ შეხვედრაზე განცხადებას გაავრცელა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ჟურნალისტებს,  სადაც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრა ჩაიშალა განუცხადა, რომ ნებისმიერი გართულების შემთხვევაში, სრული პასუხისმგებლობა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...