ლაშა ჩხარტიშვილს დღეს გაათავისუფლებენ

რუსთავის წინასწარი დაკავების იზოლატორიდან „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთ ლიდერს ლაშა ჩხარტიშვილს დღეს გაათავისუფლებენ. ადგილზე „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერები „ლობიო პერფომანსის“ გამართვას გეგმავენ.

სამართალდამცველებმა ჩხარტიშვილი და კიდევ 5 ადამიანი 29 ნოემბერს, ეროვნულ ბიბლიოთეკასთან დააკავეს, სადაც იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კონფერენციას ესწრებოდა.

ჩხარტიშვილს ბრალი 166-ე 173-ე მუხლით წაუყენეს, რაც წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის ჩავარდნის შემდეგ ოპოზიცია პარლამენტთან და სხვა საჯარო უწყებებთან საპროტესტო აქციებს მართავს. ოპოზიცია არჩევნების „გერმანული მოდელით“ ჩატარებას ითხოვს, რისთვისაც სპეციალური კანონპროექტი შეიმუშავა.

14 ნოემბერს პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარი არ დაუჭირა, რასაც პარლამენტს ქუჩის პროტესტი მოჰყვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად