ლაშა ჩხარტიშვილი: “გირჩი” მეორე უკიდურესობაა, რომელიც ამბობს, რომ პირბადის გარდა შეზღუდვები საჭირო არაა

“გირჩი” მეორე უკიდურესობაა, რომელიც ამბობს, რომ პირბადის გარდა შეზღუდვები საჭირო არაა, – ასე პასუხობს “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი ლაშა ჩხარტიშვილი “გირჩის” ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას “ტვ პირველის” გადაცემაში “საჯარო პოლიტიკა”.

“ხალხმრავალი შეკრების შეზღუდვა, სადაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია სწორი და ადეკვატური შეზღუდვაა. “გირჩი” მეორე უკიდურესობაა, რომელიც ამბობს შეზღუდვები არ არის საჭირო გარდა პირბადისა. შვედეთის მაგალითი მით უმეტეს არასწორია, რომელსაც აქვს სოციალური გარანტიები და სტრუქტურა სხვანაირი.

მაგრამ, ისიც სიგიჟეა, რასაც მთავრობა აკეთებდა. არის ზომიერი შეზღუდვა და არის არაზომიერი. საჭიროა სამედიცინო რეგულაციების დაცვა, ოღონდ სწორი რეგულაციების და ასევე სოციალური გადარჩენის კუთხით, რომ შიმშილში რომ ჩვენს ხარჯზე 5 მილიარდი ისევ ივანიშვილის და მისი კლანის ჯიბეში არ წავიდეს”, – განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.

იქამდე ჯაფარიძემ იმავე გადაცემაში თქვა: მოსახლეობას უნდა მისცე რეკომენდაცია, ამის იქით ყველაფერი სისულელეა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად