ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს

“ლეიბორისტული პარტიის” წევრი ლაშა ჩხარტიშვილი ვაზისუბანში “ანას ბაღის” მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე დააკავეს. ინფორმაცია “აიპრესს” შსს-ში დაუდასტურეს.

ჩხარტიშვილი ადგილზე სატვირთო მანქანებს წინ ჩაუდგა და ბეტონის დასხმის სამუშაოებში ხელის შეშლა სცადა, რასაც მცირე დაპირისპირება მოჰყვა. საპატრულო პოლიციის მოთხოვნას, დაეტოვებინა ადგილი ჩხარტიშვილი არ დაემორჩილა, როს გამოც ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს, რაც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს”, – აცხადებენ შსს-ში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად