ლაშა ბუღაძე: ეს ევროკავშირის დროშის ლოგიკური გაგრძელებაა, დასასრული წინაა… ბოლოს რუსებთან მოგიწევთ “დალაგება”

ეს ევროკავშირის დროშის ლოგიკური გაგრძელებაა, დასასრული წინაა… ბოლოს რუსებთან მოგიწევთ “დალაგება”, – ამის შესახებ მწერალი ლაშა ბუღაძე სოციალურ ქსელში წერს მთავრობის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

“ევროკავშირის დროშის დაწვის ლოგიკური გაგრძელება. დასასრული ჯერ კიდევ წინაა…

3 წელია უწყვეტად დავდივართ დემონსტრაციებზე… მაგრამ პრინციპში ერთი და იგივე ხალხი.

დანარჩენები – მათ შორის, ბევრი, ვისაც შემიძლია ჩემი ნაცნობი ვუწოდო – სეირივით უყურებენ ქვეყნის ისტორიას, გეგონება, რაც აქ ხდება, სხვა პლანეტაზე ხდებოდეს…

თუმცა ევროპაც უნდათ და უვიზო მიმოსვლაც ევროპაში. და საერთოდ კარგი ცხოვრება.

ოღონდ პოლიტიკისგან “დისტანციურები” არიან – მეტისმეტად დაკავებულები არიან ასეთი ზედაპირული “აქტივობებისთვის”

ჰოდა 2 ოქტომბერს ჩემს სამოქალაქო ვალს მოვიხდი არჩევნებზე და დანარჩენი – ამათ ქნან… ისტორია ექსკლუზივი არ არის, რომ ქვეყნის დაღუპვას მხოლოდ ერთი და იგივე და რამდენიმე ათასი ადამიანი ხედავდეს…

ან გაიღვიძეთ ან დაემშვიდობეთ საქართველოს ევროპულ მომავალს და მის დამოუკიდებლობას. და მერე “ალაგეთ” ღარიბაშვილების სიმამრებთან. ბოლოს რუსებთან მოგიწევთ “დალაგება”. თუმცა რუსებთან ვის დაულაგებია, თქვენ რომ დაალაგოთ… ერეკლე მეორემ და შევარდნაძემ ვერ მოახერხეს და უბადრუკი მეოცნებე ვის შეგეშველებათ, საკუთარი თავი ეყოლება საშველი…

გაამარჯვებინებთ ამ აფერისტ არამზადებს და იძახეთ მერე – ის სუსტია, ეს სუსტია… სუსტები თქვენ ხართ, ვინც ჯერაც ვერ მიმხვდარხართ, რომ “ოცნება” კი არა, თქვენი პასიურობა დევნის ევროპას საქართველოდან”, – წერს ლაშა ბუღაძე.

ცნობისთვის, მთავრობა ევროკავშირის დახმარებაზე უარს ამბობს. განცხადება ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გააკეთა და თქვა: 75 მილიონის მეორე ნაწილი იყო სესხი, ეს არ იყო გრანტი და დახმარება. წელს, იქიდან გმომდინარე, რომ ჩვენ უკვე დავიწყეთ საგარეო ვალის შემცირება, მაღალი ალბათობით ჩვენ ამ თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.

კომენტარები
იტვირთება...