ლაშა ბექაური ნახევარფინალში რუს იგორ იგოლნიკოვთან იჭიდავებს

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 90 კგ წონითი კატეგორიის ძიუდოისტები მეოთხედფინალურ შეხვედრებს მართავენ

ლაშა ბექაურის მეტოქე მეოთხედფინალურ შეხვედრაში უზბეკი დავლატ ბობონოვი იყო.

ლაშა ბექაურმა დაამარცხა მეტოქე (ბობონოვი, ბექაურის მიერ გდების შესრულებისას, თავით დაეშვა ხალიჩაზე, რითაც ბეჭებით ხალიჩასთან შეხება აირიდა, მაგრამ ეს თავისი ჯანმრთელობისთვის სახიფათო მოძრაობით შეძლო და მსაჯებმა ამის გამო მას დისკვალიფიკაცია მისცეს) და ნახევარფინალში გავიდა.

ნახევარფინალში ლაშა ბექაური შეხვდება რუს იგორ იგოლნიკოვს, რომელმაც მეოთხედფინალში მტკივნეული ილეთით დაამარცხა ესპანელი ნიკოლოზ შერაზადიშვილი.

კომენტარები
იტვირთება...