ლაშა ბექაური მსოფლიოს ჩემპიონია! (ვიდეო)

მაროკოს ქალაქ მარაკეშში მიმდინარეობს ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში

90 კგ წონითი კატეგორიის ფინალში ლაშა ბექაურმა უნგრელ როლანდ გოზთან მშვენიერი იპონით იზეიმა გამაჯვება და მსოფლიო ჩემპიონის ოქროს მედალი მოიპოვა!

ფინალამდე ლაშა ბექაური იპონებით გასცდა უზბეკი მუზაფარბეკ ტურობოიევს, არგენტინელი მარიანო კოტო ბერსიერს, კორეელი იუიოპ ჰანს და იაპონელი კოსუკე მაშაიამას

ამრიგად, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ბოლო დღის წინ საქართველო ნაკრების ანგარიშზეა 3 ოქროს მედალი – 57კგ ეთერ ლიპარტელიანი, 81კგ ვლადიმერ ახალკაცი და 90 კგ ლაშა ბექაური და ერთი ბრინჯაო – 81კგ ტატო გრიგალაშვილი

ხვალ ტატამზე გავლენ : +78კგ სალომე მაკიშვილი, 100კგ ილია სულამანიძე და +100 კგ გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად